ამ წლის განმავლობაში, თითქმის ყოველთვიურად, რომელიმე ავტომწარმოებელი საზოგადოებას ახალ სპორტულ ელექტრომობილს უჩვენებს. ელექტრომობილების წარმოება თანდათან ერთგვარ მოდად იქცა, თუმცა არც ისე ხშირია შემთხვევები, როდესაც პრეზენტაციაზე სრულფასოვანი კონცეპციის ხილვა შეიძლება.
კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარადგინა სედან BMW 5-ის ახალი თაობა. ამ ავტომობილმა მიიღო ძარის ახალი დიზაინი და ახალი პლატფორმა, მისი მსოფლიო დებიუტი კი 2010 წლის მარტში, ჟენევის ავტოსალონზე შედგება.BMW-ეს "ხუთიანს" საფუძვლად უდევს BMW 7-ის 10 სანტიმეტრით დამოკლებული პლატფორმა, ადაპტირებული შასით (ამორტიზატორების სიხისტე რეგულირდება ელექტრონულად).
ტოკიოს ავტოსალონზე, რომელიც ამ კვირაში გაიხსნება, კომპანია Lexus-ი, ბოლოს და ბოლოს ახალი სუპერკარის LF-A-ს სერიულ ვერსიას წარადგენს. ეს ყველაზე სწრაფი ავტომობილია კომპანია Lexus-ის ისტორიაში.Lexus LF-A-ს გააჩნია უნიკალური, 10-ცილინადრიანი ძრავა, რომელიც კომპანია Toyota-ს ინჟინრების მიერაა შექმნილი. ამ ძალური აგრეგატის მოცულობა 4,8-ლიტრს შეადგენს, სიმძლავრე კი 560 ცხ/ძ. 8700 ბრ/წთ-ის დროს (!). შთამბეჭდავია მბრუნავი მომენტიც – 354 ნმ. (6800 ბრ/წთ.). ინფორმაციია Lexus LF-A-ს შესახებ ჯერჯერობით არც ისე ბევრია. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ მანქანის ძარის 65% ნახშირპლასტიკისგანაა დამზადებული, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავტომობილი მხოლოდ 3,7 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 323 კმ/სთ-ია.
სულ ხუთას ასეთ სუპერკარს გამოუშვებენ, ავტომობილი 375000 დოლარი ეღირება.