ანოტაცია: მოქმედება ერთი ღამის განმავლობაში, როცა მთავარი გმირი მეტსახელად ფარვანა ციხიდან თავდებით გამოდის. იგი 15 წელი იჯდა 1944 წელს ჩადენილი მკვლელობის ცრუ ბრალდებით, ხოლო გამოსვლისას ახალ სამყაროში - 60-ანი წლების ტოტალიტარულ ბულგარეთში აღმოჩნდა. იგი რაღაცას ეძებს და ყველაფერზე წავა, რომ ეს რაღაცა იპოვოს. თავის პირველ და ერთადერთ თავისუფლების ღამეს იგი ატყუებს მასზე მოთვალთვალე პოლიციელებს და თავპირისმტვრევით ცდილობს გაასწროს დროს და მივიდეს ფინალამდე, მოატყუოს ბედი. მისი სასოწარკვეთილი სირბილი 60-ანების სოფიის კუშტ ქუჩებში, უცნაური პერსონაჟებით და მედიდური არქიტექტურით დამთავრდება მესაფლავეების ფურგონში - სადაც ფარვანა იმას იპოვის, რასაც ეძებდა.